Home-5-SEO-Experts-Image

Facebook-ი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თქვენი პროდუქციის ან სერვისის რეკლამირებისთვის, ხოლო Facebook მარკეტინგი ისეთი სერვისია,რომელიც ამ რეკლამას მიაწვდენს იმ მომხარებლებს, რომლებიც ამით აუცილებლად დაინტერესდებიან.

სასურველი ინფრომაცია:

1.2+ მილიონზე მეტი მომხმარებლი სარგებლობს საქართველოში Facebook-ით

აუცილებელია რომ რეკლამა უნდა იყოს სწორი და მიზანმიმართულ მხოლოდ იმ საჭირო მომხარებელთან, ამისთვის სწორად უნდა დაიგეგმოს მარკეტინგული კამპანია, შეიქმანს სწორი აუდიენცია და შემუშავდეს რეტარგეტინგის სისტემა.

 

რა შედის სერვისი?

კამპანიის შექმნა
ჩვენ შეგიქმნით Facebook-ის სარეკლამო კამპანიას, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ტარგეტირებულ მომხმარებლებზე. რეკლამები იქნება განსხვავებული და გამორჩეული, რადგან მათ შექმნამდე ჩვენი გუნდი დეტალურად შეისწავლის თქვენს პროდუქტს/სერვისს და კონკურენტებს, მათ რეკლამებსა და აქტივობებს სოციალურ ქსელში.

კამპანიის მართვა
თქვენი Facebook კამპანიის მართვისას ხდება მისი ყოველდღიური რედაქტირება. რეკლამების ტექსტისა და დიზაინის შეცვლა ისეთი რეკლამის შერჩევის საშუალებას იძლევა, რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას მიიპყრობს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად დააკვირდება კამპანიის მსვლელობას, დააკორექტირებს შერჩეულ აუდიტორიას მომხმარებლის ქცევების მიხედვით და მაქსიმალურად მოარგებს თქვენთვის სასურველ ყოველდღიურ ბიუჯეტს.

Facebook რეტარგეტინგი

გააყოლეთ თქვენი Facebook რეკლამა ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრა თქვენს ვებგვერდს და არ განახორციელა ის კონკრეტული ქმედება, რომელიც გსურდათ რომ გაეკეთებინა; შესულიყო ვებგვერდის რომელიმე კონკრეტულ გვერდზე, ენახა პროდუქცია, დარეგისტრირებულიყო და ა.შ. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს აღნიშნულ მომსახურებას და უბიძგებს ვებგვერდის ყველა ვიზიტორს შეიძინოს პროდუქცია და მომსახურება.