გთავაზობთ ეფექტურ რეკლამას
იმეილ (E-mail) მარკეტინგი
იმეილ მარკეტინგი ინტერნეტ რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლის მოზიდვის, შენარჩუნებისა და სწრაფი ინფორმირების საუკეთესო საშუალებაა.
იგი ითვალისწინებს სარეკლამო დიზაინის მქონე მეილის დაგზავნას მიზნობრივი აუდიტორიებისთვის, რომლებიც იყენებენ ელექტრონულ ფოსტას.
კლიენტი გვიკვეთავს იმეილ მარკეტინგულ რეკლამას და გვაწვდის საჭირო ინფორმაციას რეკლამის თაობაზე, ჩვენი გუნდი ქმნის სპეციალურ დიზაინს, თითოეული რეკლამის მიზნებისა და საჭიროებიდან გამომდინარე (HTML ფორმატში), რომელიც დაეგზავნება სპეციალურად შერჩეულ მიმღებ აუდიტორიას.
მიმღები აუდიტორიის სიები შეიძლება იყოს დაყოფილი სხვადასხვა კატეგორიებად ქვეყნების, ასაკის ან სხვა მნიშვნელობის მიხედვით.
EMAIL მარკეტინგი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება, ფასდაკლებისა და აქციის გავრცელება, მისალმება, შეხსენება, და ა.შ.
იმის მიხედვით, თუ რომელი სახის EMAIL მარკეტინგის კამპანია სურს კლიენტს, იგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, სარეკლამო მეილის შექმნიდან დაწყებული, მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევის, მეილების დაგზავნისა და შედეგების ანალიზით დამთავრებული.